GEL
  • GEL
  • USD
  • EUR

MAMUFIT.COM

სტატიები

ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა

ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. 🍄მას უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ. მისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. 🤤სოკოების უმრავლესობა სათბურის პირობებში არ იზრდება, აი, ქამა სოკო კი შესანიშნავად კულტივირდება არათუ სპეციალურ სათბურებში, ✅სახლის პირობებშიც კი. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინმჟავების მთელ სპექტრს, ✳მათ შორის – ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. ✅✅ქამა სოკო დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კილოკალორიას), ✅✅ამიტომ მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, ✅რადგან 💁🏻‍♀ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამა სოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ❇რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამაში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს♻. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებას. 🧠რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, 🤯პანტოთენის მჟავა კი – დაღლილობას. 😫სპეციალისტები 💁🏻‍♀ქამა სოკოს ანტისიმსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი (გამხმარი) სოკოც.☺ ხმელი სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დავადებულთათვის. 👌🏻ქამა სოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის👩 – აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. ✅✅მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. 🧴გახსოვდეთ: ქამას ძალიან ჰგავს ბევრი შხამიანი სოკო🆘🆘, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. 🚨🚨ჩვენ სათბურში მოყვანილი პროდუქტის შეძენას გირჩევთ🟢🟢 – უბედური შემთხვევისგან მეტად იქნებით დაზღვეული❗❗

სტატიები

ბუნებაში არსებობს შავი ფერის პომიდორიც

ცოტამ თუ იცის, რომ ბუნებაში არსებობს შავი ფერის პომიდორიც და ძალიან სასარგებოც ყოფილა♻.💁‍♀ის სისხლში უმატებს ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას💯(ანტიოქსიდანტები ნივთიერებებია, რომლებიც იცავს უჯრედს მავნე “თავისუფალი რადიკალების” ზემოქმედებისაგან), 💯რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს კიბოს განვითარებას. ♻💁‍♀პირველად შავი პომიდვრის ჯიში ამერიკაში გამოიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ის ბრიტანეთშიც გამოჩნდა.♻💁‍♀ძალიან ხშირად შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია, რომ შავი პომიდორი გენმოდიფიცირებულია, ❎მაგრამ ეს არ არის სიმართლე.💯ყველა ჯიში მიიღება ჩვეულებრივი შერჩევით, როგორც ნაცნობი წითელი ან ყვითელი პომიდორი.🔆💁‍♀შავი პომიდვრის ძირითადი გამორჩეული თვისების გარდა, მათი მდიდარი გემოა. ♻იგი გამოხატავს ბევრად უფრო ნათელი, ვიდრე უმრავლესობა ჯიშები. ♻ეს აიხსნება შაქრისა და მჟავების დიდი კონცენტრაციით. ✅ისინი არა მარტო დახურულ სუნამოს ქმნიან, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის იმუნიტეტის განმტკიცებაში.💕💯✅

სტატიები

რა არის რკინადეფიციტური ანემია

ანემია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია პერიფერიულ სისხლში ჰემოგლობინის ან მოცირკულირე ერითროციტების რაოდენობის შემცირებით. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიეწოდება, რაც ნეგატიურად აისახება მთლიანად ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.არსებობს რამდენიმე სახეობის ანემია, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია. საწყის ეტაპზე ორგანიზმში იკლებს რკინის რაოდენობა, რის ფონზეც კუნთებისა და ტვინის მუშაობა სრულყოფილად ვეღარ მიმდინარეობს, ამ დროს ორგანიზმი ცდილობს დაგროვებული რკინის მარაგის ხარჯზე მუშაობას, რასაც შედეგად მოსდევს რკინადეფიციტური ანემია. რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომებია: შრომისუნარიანობისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება სისუსტე, დაღლილობა სიფერმკრთალე უმადობა სიცივის შეგრძნება ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა გულის რიტმის აჩქარება გონების დაკარგვა ფრჩხილების მტვრევა თმის ცვენა ტუჩის კუთხეებში დამსკდარი ადგილები ყნოსვის და გემოს გაუკუღმართება რკინა შედის ჰემოგლობინის სტრუქტურაში, ხოლო ჰემოგლობინი ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების მთავარი შემადგენელი ნაწილია. რკინას გადააქვს ჟანგბადი მთელ ორგანიზმში, შესაბამისად რკინის გარეშე ჟანგბადის სათანადო მიწოდება ვერ მოხდება და ორგანიზმი ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის.რკინის დეფიტიცი ვითარდება მაშინ, როცა ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის. გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებული ქრონიკული სისხლდენა, კვებითი დეფიციტი და დიეტაა.გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გაჯერებულია რკინით: საქონლის (წითელი )ხორცი და ღვიძლი ზღვის პროდუქტები ნიგოზი, თხილი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული კვერცხი ხილი (განსაკუთრებით: გარგარი, ვაშლი, ქიშმიში, ყურძენი) ნიორი მარცვლეული აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი რკინის შემცველი პროდუქტებისგან ცხოველურს უფრო მეტად ითვისებს, ვიდრე მცენარეულს.

Scroll to Top